სისხლდენა ვენური და არტერიული

სისხლდენა ვენური და არტერიული

სისხლდენა ვენური და არტერიული

9/1/2024

​არავინ ვართ დაზღვეული ისეთი შემთხვევებისაგან, რომლის დროსაც მიღებული ტრავმის ან ზიანის შედეგად განვითარებული სისხლდენის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ.
​მოგეხსენებათ, თუ სიცოცხლისთვის რამდენად საშიში შეიძლება იყოს სისხლდენა , თუ სწორ რეაგირებას არ მოვახდენთ.

​ გარეგანი სისხლდენის შემთხვევაში უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან სისხლდენის ტიპი, არტერიულია,თუ ვენური ,რათა სწორედ ამის მიხედვით განვახორციელოთ შესაბამისი მანიპულაციები.მაგალითად: ვენური სისხლდენის შემთხვევაში სისხლს უფრო მუქი შეფერილობა აქვს და შედარებით ნელი ნაკადით მოედინება, რაც შეეხება არტერიულ სისხლდენას, ის უფრო ღია წითელია და გამოირჩევა პულსირებადი ნაკადით.

​რა რისკები არსებობს თუ ვერ შევაჩერებთ სისხლდენას?
​დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიული შოკი (მდგომარეობა, რომელიც ვითარდება, როდესაც ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სისხლი იკარგება,ვეღარ ხდება ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება ყველა ორგანოსა და ქსოვილისათვის) .
​ ეს იწვევს სისხლის წნევის მკვეთრად დაცემას, ორგანოების რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ასევე მაღალია ინფექციის განვითარების რისკი,ღია ჭრილობიდან შეიძლება ბაქტერიები და სხვა მიკროორგანიზმები ორგანიზმში მოხვდნენ. საბოოლოოდ შეიძლება მივიდეთ ორგანოთა ფუნქციის მოშლამდე.

​ჩვენი პირველადი დახმარების ტრენინგი დაგეხმარებათ დაეუფლოთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ვენური და არტერიული სისხლდენის სწრაფად და ეფექტურად შეჩერებისთვის. სწავლობთ:
​ სისხლდენის იდენტიფიცირებას და შესაბამის რეაგირებას: როგორ განასხვავოთ სისხლდენის ტიპები და რა მოქმედებები უნდა განახორციელოთ თითოეულ შემთხვევაში.
​პრაქტიკული ვარჯიშების მეშვეობით შეგიძლიათ დახვეწოთ სისხლდენის შეჩერების ტექნიკები.
​ამ უნარების ცოდნა დაგეხმარებათ გადამწყვეტ მომენტებში სიცოცხლის გადარჩენაში.​​